DSpace Collection:
http://openlibrary.ge/handle/123456789/75
2024-03-29T00:28:38Zბიზნესი და პოლიტიკა საქართველოში (2003-06 წწ.)
http://openlibrary.ge/handle/123456789/390
Title: ბიზნესი და პოლიტიკა საქართველოში (2003-06 წწ.)
Authors: მაცაბერიძე, მალხაზ; Matsaberidze, Malkhaz
Abstract: წიგნში განხილულია ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთობა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში. ავტორი უხვად იყენებს ქართული მედიის პობლიკაციებს, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს ამ თემას. წიგნი მოიცავს რამდენიმე მსხვილ თემას,მათ შორისაა ბიზნესი და პოლიტიკა პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პერიოდში, საქართველო ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში, არჩევნები და რევოლუცია, საქართველოს ეკონომიკის ადგილი მსოფლიოში, არადეკლარირებული შემოსავლების ლეგალიზების შედეგები, კორუფციის საკითხი, ხელისუფლებისა და ბიზნების ურთიერთობა, ბიზნესი და პოლიტიკა და სახელმწიფოს მიერ პოლიტიკაში ფულის მოძრაობის დარეგულირების მცდელობა.2006-01-01T00:00:00Zკულტურა და მოდერნიზაცია
http://openlibrary.ge/handle/123456789/120
Title: კულტურა და მოდერნიზაცია
Authors: წერეთელი, ივანე; კაკიტელაშვილი, ქეთევან
Editors: ჩიტაშვილი, მარინე
Description: წიგნში განხილულია მოდერნიზაციის ცნება და თეორიები, კულტურათა ტიპოლოგია მოდერნული და არამოდერნული კულტურების მახასიათებელთა საფუძველზე, მოდერნიზაცია, როგორც დასავლური საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი ეტაპი და მოდერნიზაციისა და გლობალიზაციის საკითხი. ავტორები, ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა თანამედროვე მოდერნიზებული მსოფლიო საზოგადოება გლობალიზაციის გამოწვევების წინაშე, ვესტერნიზაციისა და მოდერნიზაციის ცნებათა ურთიერთმიმართება, დასავლურ და არადასავლურ კულტურათა წარმომადგენლების თვალით დანახული სამომავლო პერსპექტივა. წიგნის დასასრულს საუბარია ”მცირე კულტურებსა” და მოდერნიზაციის პრობლემაზე და ქართულ კულტურაზე მოდერნიზაციის პრობლემასთან მიმართებაში.2006-01-01T00:00:00Zპოლიტიკის ანალიზი
http://openlibrary.ge/handle/123456789/119
Title: პოლიტიკის ანალიზი
Authors: მაჭარაშვილი, ნანა
Editors: ჩიტაშვილი, მარინე
Description: წიგნი მიზნად ისახავს პოლიტიკის ანალიზის თეორიული საფუძვლების გაცნობას და შეძლებისდაგვარად ფარავს ყველა იმ ძირითად საკითხს, კონცეფციასა და თეორიულ მიდგომას, რომელიც აქტუალურია პოლიტიკის ანალიზის დისციპლინისთვის. ეს საკითხები წიგნში ოთხ ნაწილადაა დაყოფილი: საჯარო პოლიტიკური-მმართველობითი პროცესი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღება და პერსპექტიული და რეტროსპექტიული პოლიტიკის ანალიზი, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე და მის შემდეგ გამოყენებულ ანალიტიკურ პროცედურებს მოიცავს. წიგნი ეფუძნება პოლიტიკის ანალიზის ინფორმაციულ-პროცესუალურ მოდელს.2006-01-01T00:00:00Zსამოქალაქო საზოგადოება: შედარებითი ანალიზი
http://openlibrary.ge/handle/123456789/118
Title: სამოქალაქო საზოგადოება: შედარებითი ანალიზი
Authors: მუსხელიშვილი, მარინა
Editors: ჩიტაშვილი, მარინე
Description: წიგნი წარმოადგენს სალექციო კურსს, რომელშიც განმარტებულია სამოქალაქო საზოგადოების ცნება ინსტიტუციონალური მიდგომის პოზიციიდან და განხილულია ცნების ევოლუცია ისტორიაში. ავტორი ასევე, განიხილავს საზოგადოებრივი კაპიტალის ცნების პანტემისეულ დეფინიციასა და ტოკვილის ნაშრომს ”დემოკრატია ამერიკაში”. გარდა ამისა, წიგნში მოცემულია ისეთი თემები, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს შესახებ თანამედროვე თეორიები, დემოკრატიის სამი პოლიტიკური ტრადიცია, პოლიტიკურის დისკურსული განმარტება და სამოქალაქო საზოგადოება, ჰაბერმასის საჯარო სივრცის სტრუქტურული ტრანსფორმაცია, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, მასმედიის სისტემები და საქართველოს მასმედია, გლობალური სამოქალაქო საზოგადოება.2006-01-01T00:00:00Z