DSpace About DSpace Software
 

DSpace at Georgian Library Association >
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი >

გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი" : [15]

Collection home page

Logo
 
 
or browse 
Subscribe to this collection to receive daily e-mail notification of new additions
View Statistics
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების მეცხრე წელს, უნივერსიტეტის დამაარსებელთა დიდი მონდომებითა და ძალისხმევით, ქართველმა საზოგადოებამ იხილა საუნივერსიტეტო გაზეთი. ეს იყო 1927 წელი და მას `ტფილისის უნივერსიტეტი~ ერქვა, მისი რედაქტორი სახელოვანი მეცნიერი, პროფესორი აკაკი შანიძე გახლდათ. 1928 წელს გაზეთს სახელწოდება შეეცვალა და `პროლეტარულ სტუდენტთა ხმა~ დაერქვა. 30-იანი წლების ბოლოს, გაზეთს კვლავ შეეცვალა სათაური და მისი სახელწოდება გახლდათ `ბოლშევიკური კადრებისათვის”. მიუხედავად იმისა, რომ სათაურიდანაც კარგად ჩანს, თუ რა სულისკვეთების და მიმართულების უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტის გაზეთი, მან მაინც შეასრულა უნივერსიტეტის ცხოვრების ერთგვარი მემატიანის როლი. 1951 წლის მაისში უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის დიდი მონდომების შედეგად, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ მიიღო დადგენილება თბილისის უნივერსიტეტის მრავალტირაჟიანი გაზეთის განახლებული გამოცემის შესახებ. ამავე დადგენილების საფუძველზე განისაზღვრა გაზეთის ფორმატი, პერიოდულობა, ტირაჟი და სათაურიც. გაზეთს `ახალგაზრდა სტალინელი~ ეწოდა. სტალინის გარდაცვალებისა და მისი კულტის დაგმობის შემდეგ, გაზეთს კვლავ შეეცვალა დასახელება და მას უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც `თბილისის უნივერსიტეტი~ ეწოდება. 2006 წლის ივნისიდან გაზეთი `თბილისის უნივერსიტეტი~ ახალი, თანამედროვე დიზაინითა და მკვეთრად შეცვლილი თემატური მასალებით გამდიდრებული მიეწოდება მკითხველს. გაზეთის რედაქტორია ჟურნალისტი ნინო კაკულია. გაზეთის მთავარი ამოცანა საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის, საუნივერსიტეტო რეფორმის, უნივერსიტეტის მრავალმხრივი საქმიანობის საინფორმაციო კამპანიის წარმოება და საუნივერსიტეტო საზოგადოების (აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების) პოპულარიზაცია გახლავთ გაზეთის ახალი კონცეფციის შესაბამისად, გაზეთში გაჩნდა ახალი რუბრიკები: ,,უნივერსიტეტში“ ,,ინოვაცია“, ,,აქტუალური“, ,,ექსპერტის აზრით“, ,,ინტელექტუალთა ბანკი“, ,,უნივერსიტეტის სტუმარი“, ,,რა? სად? როდის?”, ჩანართი _ ,,სტუდენტური პრეს-კლუბი“ და სხვა. 2008 წლიდან გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი“ გაზეთის რედაქციის თანამშრომელთა ინიციატივითა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ 2008 წელს დაამტკიცა გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის დებულება, რაც უზრუნველყოფს სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტთა შემოქმედებით თავისუფლებას.

 

Valid XHTML 1.0! DSpace Software Copyright © 2002-2010  Duraspace - Feedback