DSpace About DSpace Software
 

DSpace at Georgian Library Association >
თსუ – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა >
კონფერენციები >
ქართული გერმანისტიკა გუშინ, დღეს, ხვალ >

Please use this identifier to cite or link to this item: http://hdl.handle.net/123456789/6356

Title: გერმანისტიკა ქართული უმაღლესი სკოლის კურიკულუმებში, რეალობა და პერსპექტივები
Quo vadis germanistik? Germanistik in den georgischen Hochschulcurricula - Realität und Perspektiven
Authors: ქიმერიძე, ნინო
Keywords: გერმანული ლიტერატურა
Issue Date: 16-Mar-2017
Abstract: მოხსენებაში განხილულია შეძლებისდაგვარად ყველა ის პრობლემა, რაც წამოიჭრა ქართული საგანმანათლებლო სივრცის ევროპულთან მიერთების შემდგომ ეტაპზე, კერძოდ კი კონკრეტული დარგის გერმანისტიკის მონაცემების საფუძველზე. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არაერთი კერძო უმაღლესი სასწავლებელი გაჩდა, რამაც შრომის ბაზარზე სპეციალისტების ქაოტური ზრდა განაპირობა. რთული აღმოჩნდა ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის ქვეყნის ჩართვა ბოლონიის პროცესში უკვე 2005 წლიდან, რაც თავის მხრივ გულისხმობდა ქართული საგანმანათლებლო სივრცის ჰარმონიზაციას, სასწავლო პროცესის გამჭვირვალობასა და აკადემიური აღიარების ხელშეწყობას. უმაღლესი განათლების პროგრამების რეფორმირებისათვის განკუთვნილ საპროგრამო მასალებში (როგორიცაა მაგ., თუნინგის დოკუმენტი) რეკომენდაციები მხოლოდ საბუნებისმეტყველო, სოციალური და განათლების მეცნიერებისათვისაა შემუშავებული. შესაბამისად, მსგავსი დებულებებების არქონის გამო პრობლემატური გამოჩნდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ცალკეული დარგების რეფორმირება. 2008 წლისთვის პროგრამული აკრედიტაციის პირველ ეტაპზე საქართველოს რიგ უმაღლეს სასწავლებლებში (ახალციხე, ბათუმი, თელავი, გორი) ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო გერმანისტიკის სასწავლო პროგრამები. სურათი დღესდღეისობით რადიკალურად შეცვლილია. წინამდებარე მოხსენებაში სტატისტიკური მონაცემებთან ერთად შევეცდებით ვიმსჯელოთ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე, რათა არ დაიკარგოს მრავალსაუკუნოვანი გერმანულ-ქართულ ურთიერთობებზე აღმოცენებული დარგის ტრადიციები.
Im Beitrag werden alle Probleme erörtert, die nach der Eingliederung Georgiens in den europäischen Bildungsraum entstanden sind, nach den Angaben der konkreten Fachrichtung, und zwar – Germanistik. Nach der Unabhängigkeit des Landes wurden im georgischen Bildungsraum zahlreiche Privathochschulen eröffnet, was den chaotischen Wachstum der Fachleute auf dem Arbeitsmarkt verursachte. Für georgischen Bildungsraum war es schwer der Beitritt des Landes zum Bologna-Prozess schon seit 2005, was seinerseits Harmonisierung des Bildungsraums, Transparenz der Bildungsprozesse und die Unterstützung der akademischen Anerkennung bedeutete. In den für Reformierung von Hochschulcurricula bestimmten Richtlinien (wie z. B. Tuning Projekt) sind die Adressaten der Empfehlungen Fachbereiche, wie Natur- und Sozialwissenschaften und Bildungswesen. Da die ähnlichen Richtlinien im Bereich der Geistenswissenschaften noch nicht existierte, scheinen denen die Reformierungsprozesse problematisch. Schon 2008, auf der ersten Etappe der Akkreditierung fungierten noch Studiengänge Deutsche Philologie/Germanistik an einigen georgischen Universitäten (wie z. B. in Batumi, Telavi, Gori). Die Lage aber hat sich heutzutage radikal geändert. Im vorliegenden Beitrag versuchen wir neben den statistischen Angaben, über die Ursachen dieser Änderungen zu sprechen und die Wege der Problemlösung zu bestimmen, damit die fachlichen Traditionen, die aufgrund der mehreren Jahrhunderte langen deutsch-georgischen Beziehungen entstandenen sind, nicht verloren gehen.
URI: http://hdl.handle.net/123456789/6356
http://ocs.sciencelib.ge/index.php/ICGT/ICGT/paper/view/100
Appears in Collections:ქართული გერმანისტიკა გუშინ, დღეს, ხვალ

Files in This Item:

File Description SizeFormat
Nino kimeriZe.pdfგერმანისტიკა ქართული უმაღლესი სკოლის კურიკულუმებში, რეალობა და პერსპექტივები94.78 kBAdobe PDFView/Open
View Statistics

Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.

 

Valid XHTML 1.0! DSpace Software Copyright © 2002-2010  Duraspace - Feedback