Please use this identifier to cite or link to this item: http://openlibrary.ge/handle/123456789/375
Title: ძალადობის აღქმა და პრაქტიკა სკოლაში
Authors: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
ბოგიშვილი, დიანა
Keywords: სტატია;პედაგოგიური და სოციალური მეცნიერებები;ძალადობრივი ქცევა
Issue Date: 2012
Abstract: პედაგოგიურ და სოციალურ მეცნიერებებში მოზარდებში ძალადობის ფენომენს, განსაკუთრებით, ძალადობას სკოლაში, გამორჩეული ყურადღება 90-იანი წლებიდან ეთმობა. მრავალრიცხოვანი საერთაშორისო კვლევები ადასტურებენ, რომ ძალადობის, როგორც ქცევის გამომწვევ მიზეზად, არაერთი მოტივი შეიძლება დასახელდეს. კვლევების თანახმად, ძალადობრივი ქცევის საფუძვლად და გამომწვევ მიზეზებად ოჯახური სოციალიზაციის დეფიციტი, მედიალური სამყარო და მისი გავლენის ნიადაგზე წარმოქმნილი გაუცხოების პროცესი, თანატოლთა და სკოლის, როგორც აღმზრდელობითი ინსტიტუტის, გავლენა დასტურდება. ძალადობრივი ქცევა ყველაზე ხშირად თორმეტიდან ოცდაოთხ წლამდე ვლინდება. მნიშვნელოვანია მოზარდებში გამოვლენილი ძალადობა, რადგან პიროვნების განვითარების პროცესში ეს ფაზა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. სოციალიზაციის ამ პერიოდში ისწავლება საზოგადოებრივი თანაცხოვრებისთვის აუცილებელი ღირებულებები, ხდება ეთიკური და მორალური სტანდარტების გათავისება. ცხოვრების ამ ეტაპზე გამოვლენილი აგრესიული და კრიმინალური ქცევა აისახება მოზარდთა მომავალზე. ახალგაზრდა ცხოვრების ამ ფაზაში ჩამოყალიბების პროცესში იმყოფება, პიროვნება პოულობს საკუთარ `მეს~ და იდენტობის კონსტრუირებას ახდენს. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, განვითარებად ქვეყნებში ძალადობის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებული სოციალ-ეკონომიკური პრობლემები, სოციალური უთანასწორობა და გავრცელებული სიღარიბეც სახელდება.
URI: http://hdl.handle.net/123456789/375
Appears in Collections:სტატიები

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Diana_Bogishvili,_September_2012_Geo.pdfძალადობის აღქმა და პრაქტიკა სკოლაში427.06 kBAdobe PDFThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.