Please use this identifier to cite or link to this item: http://openlibrary.ge/handle/123456789/7508
Title: წყლის ხარჯის შეფასება მდინარე ვერეს 13.06.2015 წლის წყალმოვარდნის დროს
Оценка расхода воды во время паводка реки Вере 13. 06. 2015 года
Evaluation of water flow at Vere during the flood of 13.06.2015
Authors: კერესელიძე, ზ.
ხვედელიძე, ი.
Кереселидзе, З . А.
Хведелидзе, И. Б.
Kereselidze, Z.
Khvedelidze, I.
Keywords: გეოფიზიკა
შრომები
მყარი დადამიწის ფიზიკა
წყალდიდობა
წყლის ხარჯი
Issue Date: 2018
Citation: მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, შრომები, ISSN 1512-1135, ტ. LXIX; Mikheil Nodia Institute of Geophysics, Transactions, ISSN 1512-1135, vol. LXIX; Институт геофизики им. М. З. Нодиа, Труды, ISSN 1512-1135, т. LXIX; თბილისი, Tbilisi, Тбилиси, 2018, გვ. 100-117.
Abstract: 1962 წლიდან უკანასკნელი კატასტროფული წყალმოვარდნის მომენტამდე სვანიძის ქუჩაზე მდებარე თბილისის სახ. უნივერსიტეტის ჰიდროლოგიურ სადგურში მიმდინარეობდა უწყვეტი დაკვირვება მდინარე ვერეს ჰიდროდინამიკური რეჟიმის პარამეტრებზე. ნებისმიერი სხვა მდინარის მსგავსად, ვერესათვისაც მთავარი მახასიათებელია წყლის ხარჯის ცვლილება ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ პირობებში. ამ თვალსაზრისით იგი ტიპიური მთის მდინარეა, რადგანაც ვერეს, ნახევარსაუკუნოვანი მონიტორინგის მონაცემების თანახმად, ახასიათებს წყლის ხარჯის მკვეთრი ცვლილება: ≈10 ∗_მინ კერძოდ , ხშირად განმეორებადი წყალმოვარდნების დროს სისტერმატიურად იტბორებოდა ვერეს ხეობის უკანასკნელი მონაკვეთი თამარაშვილის მაგისტრალსა და ზოოპარკს შორის. თუმცა, უკანასკნელი წყალმოვარდნის მასშტაბმა ყველა ადრეულ მოვლენას გადააჭარბა. ჩვენი შეხედულებით ამაში გამორჩეულად ნეგატიური როლი შეასრულა ვერეს ხეობაში 2011 წელს ექსპლოატაციაში შესულმა ჩქაროსნული გზის მონაკვეთმა. მისი კონსტრუქციის ძირითადი ელემენტია რამდენიმე გვირაბისაგან შემდგარი დახურული კალაპოტი, რომელსაც აუცილებლად გააჩნია მნიშვნელოვანი ჰიდრავლიკური წინააღმდეგობა, ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია თამარაშვილის მაგისტრალის ქვეშ გამავალი გვირაბი (მიწისქვეშა ხიდი), რომლის სიგრძე რეკონსტრუქციის შედეგად არსებითად გაი ზარდა (108 მ+252 მ). აღვნიშნავთ რომ, ახალი გვირაბების გოფრირებული შიდა ზედაპირის ხაოიანობა ჰიდრავლიკური ობიექტებისათვის დასაშვებზე გაცილებით უფრო მაღალი იყო, რაც აუცილებლად გამოიწვევდა ექსტრემალურ პირობებში წყლის ხარჯის შემცირებას. ამასთან ერთად პირველი გვირაბშ იდამატებით არსებობდა კიდევ ერთი ნეგატიური ფაქტორი-მინაშენის მნიშვნელოვანი სიმრუდე, რომელიც ზედაპირული შეფასებით კრიტიკულის ზღვარზეა. ექსტრემალურ პირობებში გვირაბებში წყლის დინება განვითარებული ტურბულენტობის პირობებში იქნებოდა, თუმცა ამ ეფექტის რაოდენობრივი შეფასების მკაცრი თეორია არ არსებობს. ამიტომ, პირველ მიახლოებაში წყლის ხარჯის შეფასებისათვის გამოვიყენეთ ხაგენ-პუაზეილის ფორმულის მოდიფიკაცია = , (1) სადაც -ვერეს პირველი გვირაბის რადიუსია, – წყლის საშუალო სიჩქარ ეგვირაბში შეს-ვლამდე . მაგრამ ტურბულიზაციის ეფექტი აუცილებლად შეცვლიდა საშუალო სიჩქარეს მილში წყლის დინებისას. ამ ეფექტის შეფასებისათვის გამოვიყენეთ ე.წ. დინამიკური სიჩქარე ∗=( )/ (2) სადაც λ –ჰიდრავლიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი. მოდელური სცენარის მიხედვით ჩვენს მიერ გაანალიზებულია წყლის ხარჯის ცვლილების სხვადასხვა ვარიანტი. ამისათვის გამოყენებულია ექსტრემალური სიჩქარის დიაპაზონი: /6-10/ მ/წმ, და λ /0.03-0.15/. გარდა ამისა, ჩვენი მოდელის საშუალებით შესაძლოა საკმარისი სანდოობით რეტროსპექტიულად შეფასდეს შეგუბებული წყლის მოცულობა როგორც სვანიძის ქუჩაზე ასევე ვერეს ხეობაში თამარაშვილის მაგისტრალსა და ზოოპარკს შორის.
URI: http://hdl.handle.net/123456789/7508
Appears in Collections:შრომათა კრებული. ტომი LXIX (2018) = Сборник трудов. Том LXIX =Transactions. Vol. LXIX

Files in This Item:
File Description SizeFormat 
IG_T_69_2018_Red_12.pdfწყლის ხარჯის შეფასება მდინარე ვერეს 13.06.2015 წლის წყალმოვარდნის დროს1.14 MBAdobe PDFThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.